Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის მთავრობამ გამოაცხადა, რომ დღეს


ერაყის მთავრობამ გამოაცხადა, რომ დღეს სისრულეში მოიყვანეს სასიკვდილო განაჩენი

ერაყის მთავრობამ გამოაცხადა, რომ დღეს სისრულეში მოიყვანეს სასიკვდილო განაჩენი
13 მეამბოხის მიმართ. სიკვდილით დასჯილი მეამბოხეები ჩამოახრჩეს. დღესვე, აშშ-მა გამოაცხადა, რომ უახლოესი სამი თვის მანძილზე დახურავს აბუ ღრაიბის ციხეს, რომლის გარშემოც მსოფლიოში დიდი მითქმა-მოთქმაა. ციხის 4500-მდე პატიმარს ბაღდადის სხვა ციხეში გადაიყვანენ. ერაყში მომხდარი აფეთქებების შედეგად დღეს, სულ ცოტა, 9 ადამიანი დაიღუპა და კიდევ რამდენიმე კაცი დაიჭრა. ორივე აფეთქება ბაღდადის დასავლეთ ნაწილში მოხდა. ორივე შემთხვევაში ნაღმები პოლიციის ბადრაგის მარშრუტზე იყო ჩადებული, მაგრამ დაღუპვით მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ. დღესვე, აშშ-ის სარდლობამ გამოაცხადა, რომ ანბარის პროვინციაში მომხდარ შეტაკებაში ორი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა. ჯერჯერობით გაურკვეველია უშიშროების კერძო სამსახურის იმ 50 თანამშრომლის ბედი, რომლებიც გუშინ, ბაღდადში, დაუდგენელმა პირებმა მოიტაცეს.
XS
SM
MD
LG