Accessibility links

logo-print

მიხეილ სააკაშვილის აზრით, საქართველო საერთაშორისო


მიხეილ სააკაშვილის აზრით, საქართველო საერთაშორისო პოლიტიკაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდა.

მიხეილ სააკაშვილის აზრით, საქართველო საერთაშორისო პოლიტიკაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდა.

ამ შინაარსის განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა დღეს, სტრატეგიული კვლევის ცენტრში გააკეთა, სადაც გაიხსნა "დემოკრატიული არჩევანის თანამეგობრობის" სესია. სესიის გახსნას დაესწრო აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე მეტიუ ბრაიზა. სააკაშვილის თქმით, საქართველოს გარშემო დღეს იდეოლოგიური ომი მიმდინარეობს. "გავლენიანი და ფულიანი ძალები დაინტერესებული არიან, რომ საქართველო მსოფლიოს თვალში წარმოაჩინონ არასაიმედო, არაევროპულ და არაცივილიზებულ ქვეყნად", - განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ საქართველო თავს აღწევს იზოლაციას და მისით დღეს სერიოზული ადამიანები ინტერესდებიან. მეთიუ ბრაიზამ განაცხადა, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების თვალსაზრისით, რის გამოც საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში დღითიდღე იზრდება მისი პრესტიჟი. "რუსეთი აქტიურად უნდა ჩაერთოს ამ პროცესებში და კონფლიქტების მოგვარებას ხელი უნდა შეუწყოსო”, - აღნიშნა ბრაიზამ. "დემოკრატიული არჩევანის თანამეგობრობის" სესია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით ტარდება. სესია მუშაობას ხვალ დაასრულებს.
XS
SM
MD
LG