Accessibility links

მცირე მეწარმეებისა და ვაჭრების საპროტესტო მოძრაობა თანდათან ფართოვდება


9 მარტს, საქართველოს პარლამენტის წინ ათასობით მოქალაქე შეიკრიბა რათა კიდევ ერთხელ გამოთქვა თავისი პოზიცია სალაროს აპარატების პრობლემასთან დაკავშირებით.

მოგვიანებით საპროტესტო აქციამ სახელმწიფო კანცელარიასთან გადაინაცვლა. ბაზრებსა და ბაზრობებზე დასაქმებულ მოქალაქეებს, თუ სხვა ტიპის მცირე მოვაჭრეებს გაუმართლებლად მიაჩნიათ კანონის ის მოთხოვნა, რომელიც მათ ყოველდღიურ საქმიანობაში სალაროს აპარატების გამოყენებას ავალდებულებს. საპროტესტო აქციების მოთხოვნებსა და მათზე ხელისუფლების რეაქციის შესახებ კახა მჭედლიძის მასალიდან შიტყობთ.

[აქციის მონაწილე] ”არ გვინდა ეს საკასო აპარატები...”
[აქციის მონაწილე] ”...რაფრა გავყო, რაფრა ვარჩინო ოჯახი და საააკაშვილს როგორ მივართვა?...
[აქციის მონაწილე] ”...პრეზიდენტს ჩვენი გაჭირვება არ ესმის? არ მივიდა მაგის ყურამდე?”

აი ასეთ არგუმენტებს იშველიებდნე საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ბაზრებსა და ბაზრობებზე თუ სხვა ტიპის მცირე სავაჭრო ობიექტებზე დასაქმებული მოვაჭრეები. საქართველოს პარლამენტის წინ მათი საპროტესტო აქციის დაწყებამდე, ოპოზიცია სალაროს აპარატების პრობლემის გადაწყვეტას საკანონმდებლო ორგანოს შიგნით შეეცადა.

კონსერვატიული პარტიის ერთერთმა ლიდერმა კახა კუკავამ პარლამენტის იურიდიულ კომიტეტს ის კანონპროექტი შესთავაზა, რომელიც დროებით გადაავადებდა სალაროს აპარატების სავალდებულო მოხმარებას.

[კახა კუკავას ხმა] ”რაც მთავარია ეს მოდელი უნდა იყოს ოპტიმალური...”

ოპოზიცია მმართველ უმრავლესობას ურჩევდა კანონპროექტის გადავადებით ესარგებლა და სალაროს აპარატების გამოყენების უკეთესი მექანიზმი მოეფიქრებინათ. რაც შესაძლებელს გახდიდა მსხვილი, საშუალო თუ მცირე მოვაჭრეების შესაბამის ადმინისტრირებას. კუკავამ საერთაშორისო პრაქტიკაც კი მოიშველია თუმცა ამაოდ. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გობეჯიშვილმა ოპოზიციონერ პარლამენტარებს აი რა განუცხადა.

[გრიგოლ გობეჯიშვილის ხმა] ”ძველი რაც იყო იმას ხო არ აუქმებთ...”

ამ პოზიციიდან გამომდინარე პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა ოპოზიციის კანონპროექტი დაიწუნა. ხელისუფლების ასეთმა რეაქციამ კიდევ უფრო მეტი სიმძაფრე შესძინა საპროტესტო აქციას, რომელიც საქართველოს პარლამენტის წინ 9 მარტის საღამოს დაიწყო.

[კობა დავითაშვილის ხმა] ”...ყველა ეს დაპირება დაივიწყეს...”

აქცია რომლის მონაწილეთა რაოდენობა 10 ათასს აჭარბებდა, ვერ მოთავსდა პარლამენტის წინ მდებარე მოედანზე და ავტომობილების სავალი ნაწილიც ჩაიკეტა სწორედ მაშინ გამოჩნდა საპატრულო პოლიცია და ფიზიკური ძალის გამოყენებით რუსთაველის გამზირზე მოძრაობა აღადგინა.

[პატრულის ხმა]

ხელისუფლების ამგვარი რეაქციის შემდეგ საპროტესტო აქციამ სახელმწიფო კანცელარიასთან გადანაცვლება გადაწყვიტა, ხოლო მისმა ლიდერებმა მთავრობასთან შეხვედრა. დეპუტატების კობა დავითაშვილის, ზვიად ძიძიგურის, ბეჟან გუნავასა და სხვების მცდელობა პრემიერ-მინისტრს ზურაბ ნოღაიდელისთვის აქციის მოთხოვნები აეხსნათ წარუმატებელი აღმოჩნდა. ნოღაიდელმა აქციის მონაწილეთა პრეტენზიები არ გაიზიარა და კვლავ ძველ პოზიციაზე დარცა. სალაროს აპარატების წინააღმდეგ მიმართული აქცია კი 10 მარტს კვლავ განახლდება.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG