Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის კავშირი აცხადებს, რომ არ


ევროპის კავშირი აცხადებს, რომ არ დაეხმარება პალესტინის მთავრობას, რომელსაც ჰამასი უდგას სათავეში,

ევროპის კავშირი აცხადებს, რომ არ დაეხმარება პალესტინის მთავრობას, რომელსაც ჰამასი უდგას სათავეში,
თუკი ეს რადიკალური დაჯგუფება არ დათანხმდება მშვიდობისთვის ბრძოლაზე მშვიდობიანი მეთოდებით. ეს თქვა ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა კომისარმა ბენიტა ფერერო ვალდნერმა ზალცბურგში, საგარეო საქმეთა მინისტრების ორდღიანი შეხვედრის გახსნაზე. დღესვე ჰამასის ლიდერმა ჰალედ მაშალმა "ომის გამოცხადება" უწოდა ისრაელის გადაწყვეტილებას, ცალმხრივი წესით დაადგინოს პალესტინელებთან საზღვრები. ხუთშაბათს ისრაელის პრემიერ-მიდნისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ეჰუდ ოლმერტმა განაცხადა, რომ ისრაელი 2010 წლამდე მთლიანად გამოეყოფა პალესტინელებს.

XS
SM
MD
LG