Accessibility links

ჰააგაში გაეროს ეგიდით მოქმედი საერთაშორისო


ჰააგაში გაეროს ეგიდით მოქმედი საერთაშორისო ტრიბუნალი აცხადებს, რომ

ჰააგაში გაეროს ეგიდით მოქმედი საერთაშორისო ტრიბუნალი აცხადებს, რომ
იუგოსლავიის ყოფილი ლიდერის, სლობოდან მილოშევიჩის სიკვდილის მიზეზი თვითმკვლელობა არ ყოფილა. თუმცა, სიკვდილის ზუსტი მიზეზის დასახელება ჯერჯერობით ნაადრევია. ტრიბუნალის პრეს-სამდივნოს ცნობით, იუგოსლავიის ყოფილი პრეზიდენტის სიკვდილის მიზეზის შესახებ ანგარიში მზადდება. ტრიბუნალმა გვამის გაკვეთის და ტოქსიკოლოგიური გამოკვლევის ჩატარების ბრძანება გასცა. მილოშევიჩის უსულო სხეული დღეს დილით მის საკანში, საწოლზე იპოვეს. ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალის მთავარი პროკურორის, კარლა დელ პონტეს განცხადებით, ის წუხს მილოშევიჩის სიკვდილის გამო, და თვლს, რომ მალე მისი ბრალდებების დამტკიცებას შეძლებდა:
[დელ პონტეს ხმა]: ”ძალიან ვწუხვარ, რომ ასე მოხდა. უწინარესად იმიტომ, რომ სამი წლის მანძილზე წარმოებული პროცესის შემდეგ ამ ზაფხულს პროცესი დასრულდებოდა. ჩემი აზრით, ეს ძალიან საწყენია მოწმეებისთვის, გადარჩენილი ადამიანებისთვის და მსხვერპლთათვისაც - მათთვის, ვინც სამართლის დამყარებას ელის. ახლა აუტოფსიის შედეგებს უნდა დაველოდოთ და ვნახოთ, რა იყო სიკვდილის მიზეზი”. მილოშევიჩის ოჯახმა განაცხადა, რომ საერთაშორისო ტრიბუნალს აუტოფსიის მიუკერძოებლად ჩატარებაში არ ენდობა. მილოშევიჩი 64 წლის იყო. მას ჰააგაში გენოციდის, კაცობრიობის წინაარმდეგ ჩადენილი დანაშაულების, და სამხედრო დანაშაულების ბრალდებებით ასამართლებდნენ. მას გულის პრობლემები და მაღალი წნევა აწუხებდა, რის გამოც მისი პროცესი რამდენჯერმე შეწყდა.
XS
SM
MD
LG