Accessibility links

სლობოდან მილოშევიჩის სიკვდილს საერთაშორისო თანამეგობრობა


სლობოდან მილოშევიჩის სიკვდილს საერთაშორისო თანამეგობრობა უწინარესად არა საკუთრივ მილოშევიჩის,

სლობოდან მილოშევიჩის სიკვდილს საერთაშორისო თანამეგობრობა უწინარესად არა საკუთრივ მილოშევიჩის,
არამედ მისი მმართველობის მსხვერპლი ადამიანების მიმართ თანაგრძნობის გამოხატვით გამოეხმაურა. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ფილიპ დუსტ-ბლეისიმ, მილოშევიჩს ბალკანეთის ომების ავტორი უწოდა, და განაცხადა, რომ მისმა სიკვდილმა მსოფლიოს ის ათი ათასობით მამაკაცი, ქალი და ბავშვი უნდა გაახსენოს, რომელიც მისი მმართველობის დროს განხორციელებულ ეთნიკურ წმენდას გადაყვა. [დუსტ-ბლეისის ხმა]: ”მილოშევიჩის სიკვდილით, წავიდა ბალკანეთის ომების უმთავრესი თუ არა, ერთ-ერთი მთავარი ფიგურა”.
ევროკავშირის პრეზიდენტის რანგში ავსტრიის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, ნებისმიერი ადამიანის სიკვდილი სევდიანი ამბავია, თუმცა მილოშევიჩის სიკვდილით ძალაში რჩება იმის აუცილებლობა, რომ იუგოსლავიის რეგიონმა წარსულს თვალი გაუსწოროს.
XS
SM
MD
LG