Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორც ახალი ამბების სააგენტო პრაიმ-ნიუსი


როგორც ახალი ამბების სააგენტო პრაიმ-ნიუსი იტყობინება, დღეს ახალქალაქში სომეხი ეროვნების მოსახლეობამ

როგორც ახალი ამბების სააგენტო პრაიმ-ნიუსი იტყობინება, დღეს ახალქალაქში სომეხი ეროვნების მოსახლეობამ
ადგილობრივი ადმინისტრაციის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილიალის და სასამართლოს შენობები დაარბია. [დარბევის ხმები]. 200-მდე სომეხი ეროვნების მოქალაქე აქციაზე გამგეობის შენობასთან დილიდან შეიკრიბა. თავდაპირველად ისინი წალკაში ორი დღის წინ მომხდარ მკვლელობას აპროტესტებდნენ, და აცხადებდნენ, რომ 24 წლის გევორქ გევორქიანის მკვლელობა ეთნიკური დაპირისპირების ნიადაგზე განხორციელდა. მოგვიანებით, აქციის მონაწილეებმა სომხებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონში ოფიციალურ საქმეთა სომხურ ენაზე წარმოება მოითხოვეს. მათი კიდევ ერთი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილიალში სწავლა სომხურ ენაზე უნდა წარიმართოს, რადგან სტუდენტები იქ ქართულ ენას არ ფლობენ. სამცხე-ჯავახეთის სამხარეო პოლიციის ინფორმაციის თანახმად, ვითარება ახალქალაქში ამჟამად განმუხტულია და კონტროლს ექვემდებარება.
XS
SM
MD
LG