Accessibility links

logo-print

ჰააგის საერთაშორის ტრიბუნალის მთავარი პროკურორის


ჰააგის საერთაშორის ტრიბუნალის მთავარი პროკურორის, კარლა დელ პონტეს თქმით,

ჰააგის საერთაშორის ტრიბუნალის მთავარი პროკურორის, კარლა დელ პონტეს თქმით,
იუგოსლავიის ექსპრეზიდენტ სლობოდან მილოშევიჩის სიკვდილმა მსხვერპლთ სამართლის აღდგენის საშუალება მოუსპო. დღეს ჰააგაში, პრესკონფერენციაზე გამოსვლისას დელ პონტემ არ გამორიცხა, რომ მილოშევიჩმა, შესაძლოა, თავი მოიკლა. 64 წლის მილოშევიჩი შაბათს, 11 მარტს იპოვეს მკვდარი თავის საკანში. პათანატომიური გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ მილოშევიჩი გულის შეტევით გარდაიცვალა. სისხლის ტოქსიკოლოგიური გამოკვლევის შედეგები ხვალამდე არ იქნება ცნობილი. დელ პონტეს თქმით, სასამართლო პროცესის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე მილოშევიჩის სიკვდილი კიდევ უფრო აუცილებელს ხდის ბოსნიელ სერბთა ყოფილი ლიდერების, რადოვან კარაჯიჩისა და რატკო მლადიჩის დაპატიმრებას.

XS
SM
MD
LG