Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განაცხადა


აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ ერაყში არის მეტი სირთულე, მაგრამ შეაქო ამ ქვეყნის პოლიტიკური

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ ერაყში არის მეტი სირთულე, მაგრამ შეაქო ამ ქვეყნის პოლიტიკური
ლიდერები იმის გამო, რომ სამოქალაქო ომი თავიდან აიცილეს. ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ ერაყში არეულობაში წვლილი შეაქვს ირანს, რომელიც მომაკვდინებელი იარაღის, ასაფეთქებელი მოწყობილობების დამზადებაში უწევს დახმარებას მეამბოხეებს.

ერაყის სხვადასხვა ქალაქში თავდასხმებს სულ მცხირე ოთხი ადამიანი შეეწირა. დაშავდა 30-მდე პირი. დაღუპულთა შორისაა ამერიკელი ჯარისაკაცი, რომელიც გზაზე ჩადებულ ნაღმზე აფეთქდა. პოლიციამ დღეს მიაგნო სიკვდილით დასჯილი ოთხი ადამიანის ცხედარს.
პრეზიდენტმა ჯალალ თალაბანიმ გამოაცხადა, რომ ტერორისტები სარგებლობენ ხელისუფლების ვაკუუმით, რომელიც ახალი მთავრობის შექმნის გადადებას მოჰყვა. ნაჯაფში ჟურნალისიტებს შიიტმა სასულიერო პირმა მოყტადა ალ-სადრმა დაადანაშაულა “ალ ყაიდა” და აშშ-ის ჯარი თავდასხმებში და ერთიანობისკენ მოწოდება გამოთქვა. “ბი-ბი-სი” იუწყება, რომ ბრიტანეთი აპირებს ერაყიდან თავისი ჯარის 10 პროცენტი, ანუ 800 სამხედრო გაიყვანოს. ბრიტანეთი ამას ადრევე გეგმავდა, გამოაცხადა რა, რომ ადგილობრივი ძალების შესაძლებლობების განვითარების შემდეგ, ის თავის ჯარების გაყვანას დაიწყებდა.
ერაყის ყოფილი პრეზიდენტის, სადამ ჰუსეინის სასამართლო პროცესი გაგრძელდება 15 მარტს, მას მერე, რაც დღეს, 5 საათის განმავლობაში ბრალდებულებს დაჰკითხავდნენ. დღეს ჰუსეინის რეჟიმის დროს მოსამართლედ მომუშავე პირმა, ავად ალ ბანდარმა სასამართლო პროცეზე განაცხადა, რომ 1982 წელს სადამ ჰუჰეინზე თავდასხმის მცდელობის შემდეგ, მისი გადაწყვეტილება 148 ადამიანის სიკვდილით დასჯის შესახებ, სამართლებრივად სწორი იყო.
XS
SM
MD
LG