Accessibility links

logo-print

მოსკოვში ნიდერლანდის საელჩომ სამდღიანი


მოსკოვში ნიდერლანდის საელჩომ სამდღიანი ვიზა გასცა სლობოდან მილშევიჩის ვაჟის, მარკოს სახელზე. მას ახლა

მოსკოვში ნიდერლანდის საელჩომ სამდღიანი ვიზა გასცა სლობოდან მილშევიჩის ვაჟის, მარკოს სახელზე. მას ახლა
შეუძლია გაემგზავროს ჰააგაში, რათა მამის ცხედარი გამოითხოვოს. ნიდერლანდის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუს ექიმებსაც მისცეს ვიზები. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დღეს თქვა, რომ მის მთავრობას ნიდერლანდში ორი ექიმის მივლინება სურს ცხედრის ექსპერტიზისთვის.
(ლავროვის ხმა) “ვითარებაში, როცა ჩვენ არ დაგვიჯერეს, ჩვენც გვაქვს უფლება, არ დავუჯეროთ, ვინც ამ ექსპერტიზას ატარებს. ჩვენ ტრიბუნალს ვთხოვეთ, რომ ჩვენს ექმიმებს ექსპერტიზაში მონაწილეობის, სულ მცირე, მისი შედეგების გაცნობის საშუალება მიეცეთ. მზადდება ექიმების ჯგუფი, რათა სწრაფად გაემგზავრონ ჰააგაში”.
64 წლის მილოშევიჩი, რომელსაც გული და სისხლის მაღალი წნევა აწუხებდა, ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალის საპატიმროს საკანში გარდაიცვალა 11 მარტს. დადგინდა, რომ სიკვდილის მიზეზი გულის ინფარქტი იყო.
ჰოლანდიელმა ტოქსიკოლოგმა განაცხადა დღეს, რომ მილოშევიჩს სისხლში ორი კვირის წინ დაუდგინეს მედიკამენტის, რიფამპიცინის, არსებობა, რასაც შეიძლებოდა სისხლის მაღალი წნევის დანიშნულების საწინააღმდეგო ეფექტი ჰქონოდა. დონალდ უგესმა განაცხადა, რომ მილოშევიჩი ამ წამალს განზრახ იღებდა, რათა მისთვის მოსკოვში სამკურნალოდ წასვლის ნება მიეცათ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა მილოშევიჩის წერილის მიღება, რომელშიც ის ითხოვდა მოსკოვში სამკურანალოდ ჩასვლის უფლების მიღებაში დახმარებოდნენ.
ჰააგის ტრიბუნალი მილშევიჩს ბრალად სდებდა 90-იან წლებში ჩადენილ გენოციდს, საომარ დანაშაულს, ასევე დანაშაულს კაცობრიობის წინააღმდეგ. მილოშევიჩის ოჯახმა გადაწყვიტა, რომ ყოფიოლ პრეზიდენტსი ბელგრადში დაკრძალავს. ვაჟს, მარკოს, სურს, სთხოვოს რუსეთს, მამის რუსეთში დაკრძალვის ნებართვა იმ შემთხვევაში, თუკი ოჯახის წევრებს არ მიეცემათ სერბიაში უსაფრთხოების გარანტია.
XS
SM
MD
LG