Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს ჩინეთმა განაცხადა, რომ


დღეს ჩინეთმა განაცხადა, რომ ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე დავა ჯერ კიდევ შეიძლება მოგვარდეს მშვიდობიანი გზით. ამასთან დაკავშირებით

დღეს ჩინეთმა განაცხადა, რომ ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე დავა ჯერ კიდევ შეიძლება მოგვარდეს მშვიდობიანი გზით. ამასთან დაკავშირებით
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ჩინ განგმა ყველა მხარეს მოუწოდა ვითარების ესკალაციის თავიდან აცილებისკენ. "ჯერ კიდევ არის იმის საშუალება, რომ საკითხი ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ფარგლებში მოგვარდეს. იმედი გვაქვს, მხარეები შეძლებენ ამისთვის დადებითი ნაბიჯების გადადგმას. იმედი გვაქვს, რომ ირანი სრულად ითანამშრომლებს სააგენტოსთან და მონაწილე მხარეები შეძლებენ ნაბიჯების გადადმას, რომლებიც ხელს შეუწყობს ნდობის აღდგენას, შექმნის პირობებს საკითხის დიპლომატიური გზით მოსაგვარებლად. იმედი გვაქვს, მხარეები შეძლებენ იყონ თავშეკავებული და შეეცდებიან ვითარების ესკალაციის თავიდან აცილებას". დიპლომატები გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი ქვეყნებიდან მუშაობენ ერთობლივ რეზოლუციაზე, რომელიც ირანს მოუწოდებს, შეწყვიტოს ურანის გამდიდრების პროცესი.

XS
SM
MD
LG