Accessibility links

logo-print

თურქეთის განცხადებით, იგი არა მარტო


თურქეთის განცხადებით, იგი არა მარტო მხარს უჭერს ცხინვალის კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას,

თურქეთის განცხადებით, იგი არა მარტო მხარს უჭერს ცხინვალის კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას,
არამედ, საჭიროების შემთხვევაში, მზად არის, ჩაერთოს სამშვიდობო ოპერაციაში. ამის შესახებ დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გელა ბეჟუაშვილთან შეხვედრაზე განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა აჰმედ ნეჯდეთ სეზერმა. ბეჟუაშვილის თქმით, საქართველოსთვის დიდი მნიშვნელობა აქვს თურქეთის - ნატოს გავლენიანი წევრის - ასეთ მხარდაჭერას. საქართველოში თურქეთის პრეზიდენტის ორდღიანი ვიზიტი დღეს დამთავრდა.
XS
SM
MD
LG