Accessibility links

logo-print

ერაყის ყოფილმა პრეზიდენტმა სადამ ჰუსეინმა


ერაყის ყოფილმა პრეზიდენტმა სადამ ჰუსეინმა დღეს პირველად მისცა ჩვენება

ერაყის ყოფილმა პრეზიდენტმა სადამ ჰუსეინმა დღეს პირველად მისცა ჩვენება
სასამართლო პროცესზე, რომელიც მისსა და მის უახლოეს თანამოაზრეთა საქმეებს განიხილავს. მან სასამართლოს "კომედია" უწოდა და ერაყელ ხალხს სუნიტებსა და შიიტებს შორის არსებული დაპირისპირების საკითხზე მიმართა. მოსამართლემ ჰუსეინს აუკრძალა სასამართლოს დარბაზში პოლიტიკური სიტყვების წარმოთქმა, რაზეც ერაყის ყოფილმა დიქტატორმა განაცხადა, რომ დღესაც ქვეყნის ლიდერად რჩება. "ასე აღარ არისო", უპასუხა მოსამართლემ და პროცესი საზოგადოებისთვის დახურულად გამოაცხადა. სადამ ჰუსეინს ბრალად ედება შიიტებით დასახლებულ სოფელ დუჯაილის მკვიდრთა მასობრივი დახოცვა 1982 წელს.
XS
SM
MD
LG