Accessibility links

მოსკოვის ჩერიომუშკის სასამართლოს დადგენილებით, მოსკოვის


მოსკოვის ჩერიომუშკის სასამართლოს დადგენილებით, მოსკოვის "აკვაპარკის" ჩამონგრევის შედეგად

მოსკოვის ჩერიომუშკის სასამართლოს დადგენილებით, მოსკოვის "აკვაპარკის" ჩამონგრევის შედეგად
დაზარალებულ საქართველოს მოქალაქეს, თამარ პაპიტაშვილს კომპენსაციის სახით 2 მილიონ რუბლს გადაუხდიან, რაც დაახლოებით 70 ათას ამერიკულ დოლარს უდრის. ამ თანხით სააქციო საზოგადოებას სახელწოდებით "ევროპული ტექნოლოგიები და სერვისი" დაეკისრა თამარ პაპიტაშვილისთვის დაკარგული ხელფასის, მკურნალობის ხარჯებისა და მორალური ზარალის ანაზღაურება. გარდა ამისა, სასამართლოს გადაწყვეტილებით ხსენებული სააქციო საზოგადოება პაპიტაშვილს ყოველთვიურად ცხრა ათას რუბლს (ანუ 320 დოლარს) გადაუხდის. 2004 წლის თებერვალში, მოსკოვის "ტრანსვაალ-პარკში" მომხდარი ტრაგედიის შედეგად თამარ პაპიტაშვილმა მეუღლე და ვაჟი დაკარგა, თვითონ კი უფეხოდ დარჩა.
XS
SM
MD
LG