Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ხმათა დიდი


გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ხმათა დიდი უმრავლესობით

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ხმათა დიდი უმრავლესობით
- 170 ოთხის წინააღმდეგ - მხარი დაუჭირა ადამიანის უფლებათა დამცველი ახალი უწყების შექმნას. კენჭისყრისას თავი შეიკავა სამმა ქვეყანამ. შეერთებული შტატები იმ ოთხ სახელმწიფოს შორის იყო, ვინც გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს ჩამოყალიბებას არ მიემხრო. ვაშინგტონის აზრით, ახალი უწყება საკმარისად ძლიერი ვერ იქნება საიმისოდ, რომ საკადრისად დასაჯოს ადამიანის უფლებების დამრღვევნი. 47-წევრიანი საბჭო შეცვლის ადამიანის უფლებათა ჟენევის კომისიას, რომელშიც 53 სახელმწიფო შედიოდა, მათ შორის ისეთებიც, სადაც - ექსპერტთა შეფასებებით - ბოლო წლებში უხეშად ირღვეოდა ადამიანის უფლებები.
XS
SM
MD
LG