Accessibility links

logo-print

ევროპელმა კანონმდებლებმა დღეს მკაცრად გააკრიტიკეს


ევროპელმა კანონმდებლებმა დღეს მკაცრად გააკრიტიკეს ბელორუსიის ხელისუფლება.

ევროპელმა კანონმდებლებმა დღეს მკაცრად გააკრიტიკეს ბელორუსიის ხელისუფლება.
მათი თქმით, მთავრობამ ვერ შეძლო ისეთი პირობების შექმნა, რომელიც უზრუნველყოფდა 19 მარტისთვის დანიშნული საპარლამენტო არჩევნების სამართლიანად ჩატარებას. სტრასბურგში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას, ევროპარლამენტის პოლონელმა დეპუტატმა ბოგდან კლიხმა განაცხადა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ბელორუსიის მთავრობა აპატიმრებს ოპოზიციის აქტივისტებს, აძლიერებს ზეწოლას დამოუკიდებელ პრესაზე და ქვეყანაში შესვლის საშუალებას არ აძლევს უცხოელ მეთვალყურეებს. ხელისუფლებამ კენჭისყრის პროცესის მეთვალყურეობაზე უარი უთხრა ევროპის პარლამენტის წარმომადგენლებს. მან ქვეყანაში შესვლის ნება არ დართო ეუთოს პოლონელ მეთვალყურეებს, საქართველოს ახალგაზრდული მოძრაობა "კმარას" აქტივისტებსა და უკრაინელ ჟურნალისტებს.
XS
SM
MD
LG