Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სლობოდან მილოშევიჩთან გამოსათხოვებლად დღეს ბელგრადში


სლობოდან მილოშევიჩთან გამოსათხოვებლად დღეს ბელგრადში

სლობოდან მილოშევიჩთან გამოსათხოვებლად დღეს ბელგრადში
ათასობით ადამიანი მივიდა. მილოშევიჩი დასვენებულია მუზეუმში, რომელიც თავის დროზე იუგოსლავიის ლიდერს, იოსიფ ბროზ ტიტოს ეძღვნებოდა. მილოშევიჩის დაკრძალვა შაბათს, 18 მარტს არის დაგეგმილი მის მშობლიურ ქალაქ პოჟარევაცში. მილოშევიჩი ჰააგაში, გაეროს სამხედრო ტრიბუნალის ციხის საკანში გულის შეტევით გარდაიცვალა. მას 1990-იანი წლების დასაწყისის ბალკანეთის ომების დროს გენოციდის მოწყობის, სამხედრო დანაშაულების და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების ბრალდებების საფუძველზე ასამართლებდნენ. მილოშევიჩის პანაშვიდზე შესასვლელად რიგში მდგარმა ერთ-ერთმა მამაკაცმა ჩვენს რადიოს შემდეგი უთხრა: [მამაკაცის ხმა]: ”სლობოდანთან გამოსამშვიდობებლად დღეს დილით ჩამოვედი კოსოვოდან. გასვენებაშიც მივალ. ეს სხვადასხვა რამეებია. მე არ ვიცი, ვინ იყო ზორან ჯინჯიჩი; მაგრამ ვიცი, ვინ იყო სლობოდან მილოშევიჩი. მილოშევიჩთან შედაგებით სხვები, ყველანი, ქონდრისკაცები არიან”. მილოშევიჩის ცხედარი ბელგრადში ჰოლანდიიდან გუშინ გადაასვენეს.
რუსეთის დუმის სპიკერის, ბორის გრიზლოვის განცხადებით, დაკრძალვას რუსეთის ოფიციალური დელეგაცია არ დაესწრება. თუმცა ცერემონიაზე რუსეთიდან თავიანთი პარტიების სახელით რამდენიმე პარლამენტარი ჩავა.
XS
SM
MD
LG