Accessibility links

logo-print

შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით მოქმედმა სამხედრო


შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით მოქმედმა სამხედრო ძალებმა

შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით მოქმედმა სამხედრო ძალებმა
დღეს ერაყში ომის დაწყების შემდეგ ყველაზე ფართომასშტაბიანი საჰაერო შეტევა განახორციელეს. შეტევის სამიზნეს ქალაქ სამარას ჩრდილო-აღმოსავლეთში მყოფი მეამბოხეები წარმოადგენდნენ. ამერიკის სამხედრო ძალების ინფორმაციით, შეტევაში მონაწილეობა 1500-მა ამერიკელმა და ერაყელმა ჯარისკაცმა მიიღო; ოპერაციის დროს გამოყენებული იყო 50 თვითმფრინავი და 200 ტაქტიკური საფრენი აპარატი. ამავე წყაროს თანახმად, ოპერაცია 7 დღე გასტანს. ბაღდადის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქი სამარა ის ადგილია, სადაც 22 თებერვალს მეამბოხეებმა მნიშნვნელოვანი შიიტური მეჩეთი ააფეთქეს.
ამ აფეთქებამ ერაყში სუნიტებს და შიიტებს შორის ძალადობის გამძაფრება გამოიწვია. გაჩნდა შიში, რომ ქვეყანა სამოქალაქო ომის ზღვარზე იყო მისული.
XS
SM
MD
LG