Accessibility links

logo-print

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, დღეს


საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, დღეს ჟურნალისტებისთვის ბრიფინგი მოაწყო.

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, დღეს ჟურნალისტებისთვის ბრიფინგი მოაწყო.
ბევრ სხვა საკითხთან ერთად, პრეზიდენტი პოლიტიკურ ოპოზიციაში, და სამოქალაქო სექტორის ერთ ნაწილში შინაგან საქმეთა მიმისტრის მიმართ არსებულ უკმაყოფილებასაც შეეხო. პრეზიდენტის თქმით, მას შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების რეალური მიზეზი არ აქვს. სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს არასდროს არ ჰყოლია ისეთი ეფექტური პოლიცია, როგორიც ახლაა და ეს როგორც მერაბიშვილის, ისე მისი წინამორბედების - ოქრუაშვილის და ბარამიძის დამსახურებაა. პრეზიდენტი შეეხო გირგვლიანისა და ლომინაძის მკვლელობების საქმეებს და აღნიშნა, რომ ამ ოჯახების ტრაგედია მისი პირადი ტრაგედიაა. მისი თქმით, გირგვლიანის მიმართ ჩადენილი დანაშაული, რომელშიც პოლიციელები არიან ჩართულნი, ორმაგად მძიმეა, თუმცა ასეთი შემთხვევები ბევრ განვითარებულ ქვეყანაშიც ხდება და მთავარი არის ის, რომ დანაშაულში მონაწილე ყველა პირს პასუხი მოეთხოვება.
XS
SM
MD
LG