Accessibility links

logo-print

რუს ბიზნესმენ მიხაილ ხოდორკოვსკის მიერ


რუს ბიზნესმენ მიხაილ ხოდორკოვსკის მიერ დაარსებული ფონდის ცნობით, მის საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაადეს.

რუს ბიზნესმენ მიხაილ ხოდორკოვსკის მიერ დაარსებული ფონდის ცნობით, მის საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაადეს.
ფონდი "ღია რუსეთი" თავის უებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ ეს მოხდა ფონდისთვის ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე მას შემდეგ, რაც სასამართლოს წარმომადგენლები მივიდნენ მის ბანკში. ამავე წყაროს ცნობით, ფონდის ანგარიშზე დევს თანხები რუსეთის 48 რეგიონში განათლების, სოციალური და უფლებადაცვითი პროექტების დასაფინანსებლად. მიხაილ ხოდორკოვსკიმ - ნავთობკომპანია "იუკოსის" დამაარსებელმა და ყოფილმა ხელმძღვანელმა - ფონდი "ღია რუსეთი" დააარსა 2001 წელს. ახლა კი ხოდორკოვსკი 8 წლიან პატიმრობას იხდის მას შემდეგ, რაც დამნაშავედ სცნეს თაღლითობისა და გადასახადებისთვის თავის არიდების ბრალდებების საფუძველზე. მაგრამ ბევრი მიიჩნევს ხოდორკოვსკის პროცესს კრემლის პოლიტიკურ ანგარიშსწორებად: იუკოსის მფლობელის დასჯას მისი პოლიტიკური ამბიციების გამო.
XS
SM
MD
LG