Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვენაში დაიწყო კოსოვოს მომავალ სტატუსზე


ვენაში დაიწყო კოსოვოს მომავალ სტატუსზე სერბიისა და ეთნიკური ალბანელების წარმომადგენელთა მოლაპარაკების მეორე რაუნდი.

ვენაში დაიწყო კოსოვოს მომავალ სტატუსზე სერბიისა და ეთნიკური ალბანელების წარმომადგენელთა მოლაპარაკების მეორე რაუნდი.
მოლაპარაკებას, რომელშიც შუამავლის როლი აკისრია გაეროს წარმომადგენელ მარტი აჰტისაარის, საბოლოოდ უნდა მოჰყვეს გადაწყვეტილება იმის შესახებ, დარჩება თუ არა კოსოვო სერბიის შემადგენლობაში. მიმდინარე კვირაში კოსოვოს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მათს დელეგაციას მოლაპარაკების ამ ტურში უხელმძღვანელებს ჰაშიმ ტაჩი - კოსოვოს გათავისუფლების არმიის ყოფილი მაღალი რანგის სარდალი, რომელსაც სერბია ტერორიზმში ადანაშაულებს. 1999 წლიდან მოყოლებული, კოსოვოს გაეროს ადმინისტრაცია მართავს.
XS
SM
MD
LG