Accessibility links

logo-print

საქართველოს პრეზიდენტმა ევროკავშირს მოუწოდა, მხარში


საქართველოს პრეზიდენტმა ევროკავშირს მოუწოდა, მხარში ამოუდგეს ბელორუსიის ოპოზიციას

საქართველოს პრეზიდენტმა ევროკავშირს მოუწოდა, მხარში ამოუდგეს ბელორუსიის ოპოზიციას
19 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით. როგორც მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს წერილში, რომელსაც გაზეთი "ინტერნეიშენალ ჰერალდ ტრიბიუნი" ბეჭდავს, ის კენჭისყრის მასობრივ გაყალბებას მოელის. ხოლო ევროპის რეაქცია აჩვენებს, რამდენად ძლიერია კონტინენტის სურვილი, თავიდან მოიცილოს დიქტატურა. სააკაშვილის ყოფილმა ჩეხმა და პოლონელმა კოლეგებმა, ვაცლავ ჰაველმა, ლეხ ვალენსამ ასევე უკვე მოუწოდეს მსოფლიოს, სრული მხარდაჭერა აღმოუჩინოს ბელორუსიის ოპოზიციას. ხუთშაბათს ბელორუსიის უშიშროების სამსახურმა განაცხადა, რომ საპროტესტო გამოსვლებს ტერორიზმად მიიჩნევს.
XS
SM
MD
LG