Accessibility links

logo-print

ჰააგაში დაფუძნებულმა გაეროს სამხედრო ტრიბუნალის


ჰააგაში დაფუძნებულმა გაეროს სამხედრო ტრიბუნალის განცხადებით, ტოქსიკოლოგიურმა ანალიზმა აჩვენა,

ჰააგაში დაფუძნებულმა გაეროს სამხედრო ტრიბუნალის განცხადებით, ტოქსიკოლოგიურმა ანალიზმა აჩვენა,
რომ ყოფილი იუგოსლავიის პრეზიდენტი, სლობოდან მილოშევიჩი არ მოუწამლავთ, როგორც შაბათს გარდაცვლილი მილოშევიჩის ზოგი მომხრე ირწმუნება. ტრიბუნალის პრეზიდენტმა ფაუსტო პოკარიმ პრეს-კონფერენციაზე აღნიშნა, რომ ჰოლანდიელი ექიმების ინფორმაციით, მათ ვერ მიაკვლიეს მოწამვლის რაიმე ნიშანს და ვერც პაციენტის მიერ თვითნებურად მიღებული რომელიმე წამლის კვალს. ტრიბუნალის პრეზიდენტის განცხადებით, მან მოითხოვა დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება გაეროს საპატიმროში, იქ მილოშევიჩის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. მილოშევიჩს ხვალ დაკრძალავენ სერბიაში.
XS
SM
MD
LG