Accessibility links

logo-print

ოჩამჩირისა და გალის საზღვარზე მარტის


ოჩამჩირისა და გალის საზღვარზე მარტის დასაწყისში დაკავებული სტუდენტური ”შემოქმედებითი სალონის” წევრები კვლავაც სოხუმის ციხეში არიან.

ოჩამჩირისა და გალის საზღვარზე მარტის დასაწყისში დაკავებული სტუდენტური ”შემოქმედებითი სალონის” წევრები კვლავაც სოხუმის ციხეში არიან.
თეა შარია, ტარიელ სოხაძე და თემურ ელიავა საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს და წინასწარი სამთვიანი პატიმრობა შეუფარდეს. დღეს საქართველოს სახალხო დამცველის ოფისში შეიკრიბნენ მეგობრების ბედით შეწუხებული ”შემოქმედებითი სალონის” წევრები. ისინი დაკავებულების გათავისუფლებაში დახმარების აღმოჩენისთვის ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს ტერი დევისს მიმართავენ. რაც შეეხება ბოლო ინფორმაციას დაკავებულების მდგომარეობის შესახებ, სახალხო დამცველი სოზარ სუბარი აცხადებს: [სუბარის ხმა]
”ჩვენი კონტაქტებით გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისთან ნამდვილად ვიცით, რომ ისინი ნახულობენ მათ თითქმის ყოველდღიურად ნახულობენ მათ, აქვთ კონტაქტი. მათზე ფიზიკური ზეწოლა არ განხორციელებულა და აფხაზი ეროვნების მოქალაქის დაკავებაც მათ ჩვენთან საუბარში არ დაადასტურეს”.
XS
SM
MD
LG