Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბიაში იუგოსლავიის ყოფილი ლიდერი, სლობოდან


სერბიაში იუგოსლავიის ყოფილი ლიდერი, სლობოდან მილოშევიჩი, მის მშობლიურ ქალაქ პოჟარევაცში დაკრძალეს.

სერბიაში იუგოსლავიის ყოფილი ლიდერი, სლობოდან მილოშევიჩი, მის მშობლიურ ქალაქ პოჟარევაცში დაკრძალეს.
პოჟარევაცისკენ მიმავალი კატაფალკის სანახავად გზაზე ასობით ადგილობრივი მაცხოვრებელი იყო გამოსული.
მშობლიურ ქალაქში გადასვენებამდე სლობოდან მილოშევიჩი ბელგრადში, პარლამენტის შენობის წინ იყო დასვენებული. იქ მასთან გამოსათხოვებლად დაახლოებით 50 ათასი ადამიანი მივიდა.
სერბიის სოციალისტური პარტიის ვიცე-პრეზიდენტმა, მილორად ვუჩელიჩმა, ბელგრადში შეკრებილ ხალხს განუცხადა, რომ მილოშევიჩის ოჯახის წევრები დაკრძალვაზე ”მუქარის” გამო არ ჩავიდნენ: [ვუჩელიჩის ხმა]: ”იმის გამო, რომ სერბიის მთავრობამ სლობოდან მილოშევიჩის ოჯახის წევრების უსაფრთხოების შესახებ მრავალმნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა, და განსაკუთრებით იმ მუქარის და შანტაჟის გამო, რომელიც მისმა მეუღლემ, მირა მარკოვიჩმა განიცადა, ოჯახი დაკრძალვაზე ვერ ჩამოვიდა”. მილოშევიჩი ერთი კვირის წინ, გასულ შაბათს, ჰააგაში, გაეროს სამხედრო ტრიბუნალის ციხის საკანში გულის შეტევით გარდაიცვალა. მას 1990-იანი წლების დასაწყისის ბალკანეთის ომების დროს გენოციდის მოწყობის, სამხედრო დანაშაულების და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების ბრალდებების საფუძველზე ასამართლებდნენ.
XS
SM
MD
LG