Accessibility links

logo-print

ირანში ცნობილი დისიდენტი, ჟურნალისტი აკბარ


ირანში ცნობილი დისიდენტი, ჟურნალისტი აკბარ განჯი, 6 წლის პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს.

ირანში ცნობილი დისიდენტი, ჟურნალისტი აკბარ განჯი, 6 წლის პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს.
მისი მეუღლის, მასუმეჰ შაფეის თქმით, განჯის გათავისუფლება მოულოდნელად მოხდა: [შაფეის ხმა]: ”ის წუხელ გაათავისუფლეს. არ ვიცოდი, როდის გამოუშვებდნენ. ეს ჩემთვის მოულოდნელი იყო. ძალიან ბედნიერი ვარ”.
განჯის ადვოკატის განცხადებით, პატიმრობის ვადა პარასკევს ამოიწურა, და განჯი ამიტომ გაათავისუფლეს. თუმცა თეირანის გენერალურმა პროკურორმა, მაჰმუდ სალარკიამ, განაცხადა რომ განჯი ციხეში 30 მარტამდე უნდა ყოფილიყო - და რომ ის ადრე გაუშვეს. ჯერჯერობით გაურკვეველია, მოუწევს თუ არა ჟურნალისტს ციხეში დაბრუნება რამდენიმე დღით. განჯი 2000 წელს დააპატიმრეს. მანამდე მან სტატიების ციკლი გამოაქვეყნა, რომელშიც პოლიტიკური პატიმრების მკვლელობის საქმეებთან მაღალჩინოსნების კავშირები იყო გამოძიებული.
განჯი ისლამური რესპუბლიკის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ პოლიტიკურ პატიმრად ითვლებოდა. მის გათავისუფლებას სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები და გაეროს გენერალური მდივანი, კოფი ანანი მიესალმენ.
XS
SM
MD
LG