Accessibility links

საფრანგეთის საინფორმაციო საშუალებების ცნობით


საფრანგეთის საინფორმაციო საშუალებების ცნობით,

საფრანგეთის საინფორმაციო საშუალებების ცნობით,
შრომის კანონში მთავრობის მიერ ინიცირებული შესწორებების წინააღმდეგ მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართულ აქციებში დღეს მონაწილეობა ერთ მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო. ორგანიზატორების თქმით, პარიზის ქუჩებში სულ ცოტა 350 ათასი ადამიანი გავიდა. ჯერჯერობით არ არსებობს პოლიციის მიერ მოპოვებული მონაცემი.
დემონსტრაციები ბევრ სხვა ქალაქშიც ჩატარდა. მცირემასშტაბიან შეტაკებებს ჰქონდა ადგილი პარიზში, ლილში და ლიონში. აქციების მონაწილეები შრომის ახალ კოდექსს აპროტესტებდნენ. პროფკავშირების განცხადებით, ეს კოდექსი დამქირავებლებს 26 წლამდე ახალგაზრდების სამსახურიდან გათავისუფლებას უადვილებს. მთავრობის ვერსიით, ეს ასპექტი დამქირავებლებს აუცილებელ თავისუფლებას აძლევს - რაც, თავის მხრივ, ახალგაზრდებში უმუშევრობის შემცირებას მოიტანს. პრეზიდენტი ჟაკ შირაკი მთავრობას და საზოგადოებას დიალოგის სასწრაფოდ გამართვისკენ მოუწოდებს.
XS
SM
MD
LG