Accessibility links

logo-print

ბელორუსიის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ


ბელორუსიის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ დასავლეთის ქვეყნები ბელორუსიის მთავრობაზე ზეწოლის

ბელორუსიის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ დასავლეთის ქვეყნები ბელორუსიის მთავრობაზე ზეწოლის
მოხდენის მცდელობაში დაადანაშაულა. ახალი ამბების ოფოციალური სააგენტოს, ”ბელტას” მიერ გავრცელებული ცნობებით, ლიდია იერმოშინამ ამავე დროს ოპოზიციის კანდიდატი, ალექსანდრ მილინკევიჩი, გააფრთხილა, რომ არჩევნების დღეს არასანქცირებული მიტინგის გამართვას შესაძლოა ”გაუთვალისწინებელი შედეგები” მოჰყვეს.
მინსკში უცხოელი ჟურნალისტების წინაშე გამოსვლისას, ლიბერალების ოპოზიციურმა კანდიდატმა, ალექსანდრ კაზულინმა, კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ლუკაშენკა არჩევნეს გააყალბებს: [კაზულინის ხმა]: ”დღეს უკვე ცხადია, რომ მზადდება ანტი-კონსტიტუციური გადატრიალება, და ხელისუფლების ძალადობრივი გზით შენარჩუნება. ვფიქრობ, ზედმეტია იმის ახსნა, როგორი კლასიფიკაცია უნდა მიეცეს ამას. ამიტომ 19 მარტის შემდეგ ალექსანდრ ლუკაშენკას შეეძლება სახელმწიფო დამნაშავეების სიას შეუერთდეს. ის ევროპის უკანასკნელი დიქტატორი ხდება - ყველა აქედან გამომდინარე შედეგის გათვალისწინებით. ხოლო ის, თუ რა ბედი ელით დიქტატორებს, ყველამ კარგად ვიცით. მაგალითების მოყვანა ადვილია - გაიხსენეთ ჩაუშესკუ, მილოშევიჩი, ჰუსეინი. დიდი ჭკუა არ არის საჭირო იმის გასააზრებლად, თუ ვინ იქნება შემდეგი”. ალექსანდრ ლუკაშენკას განცხადებით, ის ქუჩებში არეულობას არ დაუშვებს, და ყველას, ვინც პრობლემების შექმნას შეეცდება ”კისერს მოუგრეხს”.
XS
SM
MD
LG