Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს დაახლოებით დღის პირველ საათზე


დღეს დაახლოებით დღის პირველ საათზე თბილისის 84-ე სკოლაში ხანძარი გაჩნდა.

დღეს დაახლოებით დღის პირველ საათზე თბილისის 84-ე სკოლაში ხანძარი გაჩნდა.
იმ მომენტში შენობაში არავინ იმყოფებოდა. მეხანძრეები ცეცხლის ჩაქრობას ორი საათის განმავლობაში ცდილობდნენ. ცეცხლის ლიკვიდაციის შემდეგ, სკოლასთან თბილისის მერი, გიგი უგულავა მივიდა. მისი აზრით, არ არის გამორიცხული 84-ე სკოლაში გაჩენილი ხანძარი მის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობასთან, კერძოდ, მის მეპატრონე, დეპუტატ ვალერი გელაშვილთან იყოს დაკავშირებული. ვალერი გელაშვილმა განაცხადა, რომ უგულავას ბრალდებას სასამართლო სარჩელით უპასუხებს. ’”რესპუბლიკური პარტიის” ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, რომ 84-ე სკოლაში ხანძარი შემთხვევით არ მომხდარა, და რომ ვალერი გელაშვილის წინააღმდეგ პროვოკაცია იგეგმებოდა.
XS
SM
MD
LG