Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მინსკის ცენტრში, ოქტომბრის მოედანზე, ათიდან


მინსკის ცენტრში, ოქტომბრის მოედანზე, ათიდან თხუთმეტი ათასამდე კაცია შეკრებილი, რომლებიც მოითხოვენ 19 მარტის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმებას.

მინსკის ცენტრში, ოქტომბრის მოედანზე, ათიდან თხუთმეტი ათასამდე კაცია შეკრებილი, რომლებიც მოითხოვენ 19 მარტის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმებას.
ბელორუსიის ოპოზიციის ლიდერმა ალიაქსანდრ მილინკევიჩმა მოუწოდა თავის მომხრეებს - მინსკში ოქტომბრის მოედანზე შეკრებილ პირებს - არ დაიშალონ მთელი ღამის განმავლობაში. მან მათვე სთხოვა დაურეკონ ნათესავებს და ახლობლებს, რათა მოიტანონ თბილი ტანსაცმელი და ცხელი ჩაი. როცა დემონსტრანტებმა დააპირეს კარვის გაშლა, პოლიციამ ის მათ ჩამოართვა. ძალადობაზე არაფერს იუწყებიან. შეკრებილები გაჰყვირიან ლოზუნგებს, “თავისუფლაბა”, “გაუმარჯოს ბელორუსიას”.
ოპოზიციის მომხრე საინტერნეტო საიტი, რომელიც “ქარტია 97 “ეკუთვნის იუწყება, რომ მოედანზე ცოცხალ ეთერში გადაიცემა “რადიო თავისულების” ბელორუსული სამსახურის გადაცემები.
საარჩევნო უწყების თანახმად, ლუკაშენკას მიემხრო 83 პროცენტი, ხოლო მილინკევიჩს 6.
საერთაშორისო მეთვალყურეებმა, ეუთომ, ევროკავშირმა, და ევროპის საბჭომ, არჩევნები შეაფასეს, როგორც არასამართლიანი და არათავისუფალი.
აშშ-ის თეთრი სახლის წარმომადგენელმა სკოტ მაკლელანმა, აშშ-ის პრეზიედნტის ჯორჯ ბუშის თვითმფრინავში, როცა ისინი კლივლენდში მიფრინავდნენ, სადაც ბუშს გამოსვლა ჰქონდა, განაცხადა, რომ აშშ-ის მთავრობა აპირებს მიმართოს სანქციებს მინსკის მიმართ, მაგალითად, როგორიცაა მოგზაურობის შეზღუდვა. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ლუკაშენკოს გამარჯვება მიულოცა.
დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მეთვალყურეთა მისიის თავმჯდომარემ რუშაილომ განაცხად, რომ ტექნიკური დარღვევების მიუხედავად, არჩენები ბელორუსიის კანონების თანახმად ჩატარდა.
ბელორუსიაშ საპრეზიდეგნტო არჩევნები ევროპაში უშიშიშროების და თანამშრომლობის ორგანიზაციის თანახმად, არ შეესაბამებოდა თავისუფლების და სამართლიანობის სტანდარტს
ბელორუსიის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკამ განაცხადა, რომ მისი ოპონენტებს რევოლუციის მოწყობა არ გამოუვიდათ. მან ეს თქვა საარჩევნო უწყების ოფიციალური წარმომადგენლების მიერ არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადების შემდეგ. ის პრეზიდენტი იქნება, ამ არჩევნების შედეგად, 5 წლის განმავლობაში. ლუკაშენკოს თქმით, გარედან ზეწოლის მიუხდავად, მათ ვერ გაგვტეხესო.
ოპოზიციის კანდიდტმა ალიაქსანდ მილინკევიჩმა განაცხადა, რომ ეს არჩევნები კი არა, ძალაუფლების არაკონტიტუციონული გზით ხელში ჩაგდება იყო.
(მილინკევიჩის ხმა) “ჩვენ მოვითხოვთ არჩევნების გამეორებას, ქვეყნის კანონების შესრულებით. ჩვენ მოვითხოვთ, რომ ყველა კანდიდატის წარმომადგენლები შევიდნენ საარჩევნო კომისიებში, რაც ამჯერად არ მოხდა. მოვითთხოვთ, რომ არ ხდეობოდეს ხალხის დაჭერა და ხელისუფლებამ თავი ანებოს არჩევნების დროს რეპრესიის რეჟიმს”.
დღეს საღამოსთვის მილინკევიჩმა თავის მომხრეებს მინსკში ოქტომბრის მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდა. საარჩევნო უწყების თანახმად, ლუკაშენკას მიემხრო 83 პროცენტი, ხოლო მილინკევიჩს 6.
ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა კომისარმა ბენიტა ფერერო ვალდნერმა განაცხადა, რომ კავშირმა შეიძლება სანქციები დაუწესოს ბელორუსიას კენჭისყრის წარმართვის ფორმის მიმართ პროტესტის ნიშნად.
ავსტრიის საგარეო საქმეთა მინიმტრმა განაცხად, რომ არჩევნები დაშინების ატმოსფეროში მოეწყო. გერმანიამ განაცხად, რომ არის აშკარა დასტური იმისა, რომ არჩევნები არ იყო სამართლიანი და თავისუფალ;. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრსო თანახმად, არჩევნები სამართლიანი იყო და შედეგები უნდა ვაღიაროთ.
XS
SM
MD
LG