Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მინსკში ოპოზიციის აქტივისტები განაგრძობენ კვირას


მინსკში ოპოზიციის აქტივისტები განაგრძობენ კვირას გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამო საპროტესტო აქციას.

მინსკში ოპოზიციის აქტივისტები განაგრძობენ კვირას გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამო საპროტესტო აქციას.
ოპოზიცია აცხადებს, რომ ხელისუფლებამ გააყალბა კენჭისყრის შედეგები, რომელთა საფუძველზე ქვეყნის პრეზიდენტად მესამე ვადით იქნა არჩეული ალექსანდრ ლუკაშენკო. ოპოზიციის მთავარმა კანდიდატმა, ალექსანდრ მილინკევიჩმა არჩევნებს უკანონო უწოდა და თავის მომხრეებს მოუწოდა, მზად იყვნენ არჩევნების შედეგების გასაუქმებლად ხანგრძლივი ბრძოლისთვის. ხელისუფლება აპატიმრებს აქციის მონაწილეებს. ჩვენი კორესპონდენტის ცნობით, უკვე დაპატიმრებულია ასამდე ადამიანი. გაერთიანებული სამოქალაქო პარტიის ლიდერს, ანატოლი ლებედკოს 15 დღით პატიმრობა მიესაჯა. დაპატიმრებულთა შორის არის პოლონეთის პარლამენტის დეპუტატი იაროსლავ იაგელო. სამშაბათს მინსკში გამართულ ოპოზიციის მიტინგს ეროპის 11 ქვეყნის დიპლომატები ესწრებოდნენ.
XS
SM
MD
LG