Accessibility links

logo-print

მინსკში დღესაც გაგრძელდა კვირის საპრეზიდენტო


მინსკში დღესაც გაგრძელდა კვირის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგით გამოწვეული საპროტესტო დემონსტრაცია. ამ, ოფიციალური შედეგით,

მინსკში დღესაც გაგრძელდა კვირის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგით გამოწვეული საპროტესტო დემონსტრაცია. ამ, ოფიციალური შედეგით,
საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 80 პროცენტზე მეტი ერგო მოქმედ პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკას. ოპოზიცია კი, ისევე როგორც რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაცია, აგრეთვე შეერთებული შტატები და ევროკავშირი, ირწმუნება, რომ არჩევნებმა მრავალი დარღვევით ჩაიარა. მინსკის ცენტრალურ მოედანზე ასობით დემონსტრანტი დარჩა არჩევნების განმეორებით ჩატარების მოთხოვნით. საპრეზიდენტო არჩევნებში ლუკაშენკას მთავარი ოპოზიციონერი მეტოქე ალექსანდრ მილინკევიჩი მომხრეებს მოუწოდებს, გააგრძელონ საპროტესტო დემონსტრაციები, თუმცა აღიარებს იმასაც, რომ ასე ვერ დაამხობენ ლუკაშენკას რეჟიმს. ოპოზიციის მეორე ლიდერი, ალექსანდრ კაზულინი კი მიზანშეწონილად მიიჩნევს დემონსტრაციებისთვის ბოლოს მოღებას შაბათამდე.
XS
SM
MD
LG