Accessibility links

logo-print

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პირობა


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პირობა დადო, რომ გაგრძელდება პროექტი, რომლის მიზანია ჩინეთში ციმბირის ნავთობის ექსპორტი.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პირობა დადო, რომ გაგრძელდება პროექტი, რომლის მიზანია ჩინეთში ციმბირის ნავთობის ექსპორტი.
ამ საკითხს პუტინი შეეხო ჩინეთში, ამ ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების დასასრულს, რუსეთ-ჩინეთის ეკონომიკურ ფორუმზე. [პუტინის ხმა] “რუსეთის ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება, აღმოსავლეთ ციმბირიდან წყნარი ოკეანის სანაპირომდე ნავთობსადენის სისტემის აგების შესახებ. კომპანია ტრანსნეფტმა და ჩინეთის გაზისა და ნავთობის ეროვნულმა კორპორაციამ გუშინ მოაწერეს ხელი ოქმს მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლის შესახებ. თუ მოხერხდება ამ პროექტის რეალიზება, რაშიც მე ეჭვი არ მეპარება, ის ხელს შეუწყობს ჩინეთში რუსეთის ნავთობის იმპორტის მოცულობის მნიშვნელოვნად გაზრდას”. როგორც რუსი, ისე ჩინელი ოფიციალური პირები ვარაუდობენ, რომ პროექტი 2008 წლის მიწურულს დასრულდება. პეკინში პუტინის მოლაპარაკებების ცენტრში იდგა ენერგეტიკის საკითხები და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები. მაგრამ მხარეები შეეხნენ საერთაშორისო პოლიტიკის მნიშვნელოვან საკითხებსაც, მათ შორის ირანის ბირთვული პროგრამის საკითხს.
XS
SM
MD
LG