Accessibility links

logo-print

ესპანეთში ბასკების სეპარატისტულმა ორგანიზაცია ეტამ


ესპანეთში ბასკების სეპარატისტულმა ორგანიზაცია ეტამ პერმანენტული ზავი გამოაცხადა.

ესპანეთში ბასკების სეპარატისტულმა ორგანიზაცია ეტამ პერმანენტული ზავი გამოაცხადა.
ორგანიზაციის ნიღბიანი პრეს-მდივანი ქალი დღეს გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში აცხადებს, რომ ზავი ძალაში შევა 2006 წლის 24 მარტს. [ეტას პრეს-მდივნის ხმა] “ეუსკადი ტა ასკატასუნამ (ეტამ) გადაწყვიტა, 24 მარტიდან პერმანენტული ზავის გამოცხადებh. ამ გადაწყვეტილების მიზანია ბასკების ქვეყანაში დემოკრატიული პროცესის ხელშეწყობა, რათა შეიქმნას ახალი პირობები ჩვენი ხალხის უფლებების აღიარებისა და მომავალში საკითხის პოლიტიკური გზით მოგვარებისთვის“. ესპანეთის მთავრობა მიესალმა ამ განცხადებას, მაგრამ მიუთითა სიფრთხილის აუცილებლობაზე. ვიცე-პრემიერ მარია ტერეზა ფერნანდეს დე ლა ვეგას თქმით, ზავის შესახებ ცნობა "კარგი სიახლეა ყოველი ესპანელისთვის", მაგრამ მთავრობას ახლა განსაკუთრებული გონიერების გამოჩენა ჰმართებს. ბასკი სეპარატისტების ორგანიზაციას სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის 40-წლიან ბრძოლაში, 800 ადამიანის სიკვდილის პასუხისმგებლობას აკისრებენ.
XS
SM
MD
LG