Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამაკაცი, რომელსაც ავღანეთში სიკვდილით დასჯა


მამაკაცი, რომელსაც ავღანეთში სიკვდილით დასჯა ემუქრება ქრისტიანობის მიღების გამო, პროკურორ სარინვალ ზამარის განცხადებით,

მამაკაცი, რომელსაც ავღანეთში სიკვდილით დასჯა ემუქრება ქრისტიანობის მიღების გამო, პროკურორ სარინვალ ზამარის განცხადებით,
შესაძლოა შეურაცხადი იყოს. აბდულ რაჰმანმა 16 წლის წინ მიიღო ქრისტიანობა. ახლა ის ავღანეთში ისლამის უარყოფის ბრალდებით დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, შესაძლოა სიკვდილით დასაჯონ. მაგრამ პროკურორმა სარინვალ ზამარიმ საინფორმაციო სააგენტო ასოშიეიტიდ პრესს უთხრა, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას რაჰმანის ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხი. როგორც რელიგიურ საკითხებში პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის მრჩეველი აღნიშნავს, რაჰმანის შეურაცხადობის შემთხვევაში, მისი საქმის განხილვა შეწყდება. აშშ-მა და სხვა სახელმწიფოებმა შეშფოთება გამოთქვეს რაჰმანის საქმის გამო და ავღანელ ლიდერებს მოუწოდეს რელიგიური თაივსუფლების დაცვისაკენ.
XS
SM
MD
LG