Accessibility links

logo-print

აშშ არ აპირებს ირანთან ერაყის


აშშ არ აპირებს ირანთან ერაყის შესახებ მოლაპარაკებისას წამოჭრას ირანის ბირთვული პროგრამის საკითხი.

აშშ არ აპირებს ირანთან ერაყის შესახებ მოლაპარაკებისას წამოჭრას ირანის ბირთვული პროგრამის საკითხი.
გაეროს ატომურ სააგენტოში აშშ-ის წარმომადგენელ გრეგორი შულტეს განცხადებით, აშშ არ აპირებს პირდაპირი დიალოგის გამართვას ირანთან მის ბირთვულ პროგრამაზე. ის ემხრობა ევროკავშირის ძალისხმევას ამ მიმართულებით. ამასობაში, ირანის უზენაესმა სასულიერო ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ გამოთქვა ერაყის შესახებ აშშ-თან მოახლოებული მოლაპარაკების მხარდაჭერა. [ხამენეის ხმა]
“თუ ჩვენი ოფიციალური წარმომადგენლები ამერიკელებს გააგებინებენ ერაყთან დაკავშირებულ საკითხებს, მათთან მოლაპარაკების საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს”. ირანმა გასულ კვირაში გამოთქვა ერაყის შესახებ აშშ-თან მოლაპარაკებისთვის მზადყოფნა.
XS
SM
MD
LG