Accessibility links

logo-print

აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ფიქრობს


აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ფიქრობს, რომ დროა, ერაყის პოლიტიკური ლიდერები შეიკრიბონ

აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ფიქრობს, რომ დროა, ერაყის პოლიტიკური ლიდერები შეიკრიბონ
და წარმომადგენლობითი მთავრობა ჩამოაყალიბონ. როგორც ბუშმა აშშ-ის ქალაქ უილინგში გამოსვლისას აღნიშნა, ერაყის უშიშროების ძალებისთვის მნიშვნელოვანია, შეუდგნენ წამყვანი როლის შესრულებას მეამბოხეებთან ბრძოლაში. ბუშის ამ გამოსვლის ფონია ძალადობის გაგრძელება ერაყში და ავღანეთ-პაკისტანის საზღვრის გასწვრივ, სადაც ტერორიზმში ეჭვმიტანილი ოსამა ბინ ლადენი ეგულებათ. იქვე აშშ-ის პრეზიდენტმა გამოთქვა შეშფოთება ავღანელი მამაკაცის - ქრისტიანობის მიღების გამო - სიკვდილით დასჯის საფრთხესთან დაკავშირებით. ბუშის შეფასებით, აბდულ რაჰმანის სასამართლო პროცესი არ შეესაბამება უნივერსალურ ფასეულობებს.
XS
SM
MD
LG