Accessibility links

რა პრობლემებს უქმნის ბიზნესის განვითარებას რეალური სტატისტიკის დეფიციტი


22 მარტს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სტატისტიკის დეპარტამენტმა გასული 2005 წლის სტატისტიკური ინფორმაცია გამოაქვეყნა. ამ მასალებში, ძირითადად,

საქართველოს ეკონომიკურ წინსვლაზეა ლაპარაკი, რაზეც მთლიანი შიდა პროდუქტის 9,3 პროცენტით ზრდაც მეტყველებს. არადა, იმავე სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, საქართველოში10 პროცენტით შემცირდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა. დღეს მინდა ასეთი სტატისტიკური ინფორმაციისა და საქართველოში ინვესტიციების მოცულობის ზრდის ურთიერთკავშირზე გესაუბროთ.

საქართველოს ხელისუფლება უცხოელი ინვესტორების მოსაზიდად სხვადასხვა ქვეყანაში საინვესტიციო ფორუმებს და პრეზენტაციებს მართავს. ერთი ასეთი ფორუმი ახლახან, 2 მარტს, ნიუ-იორკში გაიმართა. ხელისუფლება გასული წლის მანძილზე აქტიურ სატელევიზიო სარეკლამო კამპანიას ეწეოდა საქართველოში ინვესტიციების მოსაზიდად.

[სარეკლამო რგოლის ფრაგმენტი] ”...საქართველოში ინვესტირების დროა...”

ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირი კი, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, თავს იწონებს ინვესტორების მოსაზიდად გაწეული მუშაობის შედეგებით:

[სააკაშვილის ხმა] ”ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის გამოკლებით, საქართველოში პირდაპირი ინვესტიციების მოცულობა გაიზარდა...”

იმისათვის, რომ ხელისუფლება ასე - რომელიმე კონკრეტული პროექტის გამოკლებით - აღარ ლაპარაკობდეს ინვესტიციების ზრდაზე, ექსპერტები და ბიზნესმენები, სარეკლამო კამპანიის გარდა, სხვა ნაბიჯების გადადგმასაც აუცილებლად მიიჩნევენ. ერთ-ერთ მთავარ ამოცანად ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზე ზუსტი ინფორმაციის მიწოდება სახელდება.

[ბაკურ კიღურაძის ხმა] ”სხვადასხვა მიმართულებით აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა....”

ეს არის ბიზნესმენი ბაკურ კიღურაძე. იგი დასძენს, რომ დაინტერესებულ პირებს უამრავი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის მეშვეობით, თუმცა აღნიშნავს, რომ ინფორმაცია უფრო ღია და ხელმისაწვდომი უნდა იყოს. სტატისტიკის დეპარტამენტის თავმჯდომარის ზაზა ბროლაძის კომენტარი:

[ზაზა ბროლაძის ხმა] ”პრინციპში...”

”იბერიატელის” მარკეტინგის განყოფილების მენეჯერი მარიკა წულუკიძე კი აცხადებს, რომ ბიზნესმენის საქართველოს ბაზარზე შემოსვლისას ერთ-ერთი მთავარი სირთულე მაინც სტატისტიკური ინფორმაციის უქონლობაა.

[მარიკა წულუკიძის ხმა] ”პარალელი რომ გავავლოთ, არის ის, რომ ინფორმაციაზე წვდომა გაქვს...”

დასავლეთის ბაზრის მოთხოვნათა დასაკმაყოფილებლად საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტს რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაცია ეხმარება, მათ შორის ევროკავშირიც, რომელმაც წელს ქართული სტატისტიკის გასავითარებლად, საერთო ჯამში, დაახლოებით 500 ათასი ევრო გამოყო.
XS
SM
MD
LG