Accessibility links

logo-print

კოალიციურმა ძალებმა დღეს ერაყში მძევლად


კოალიციურმა ძალებმა დღეს ერაყში მძევლად აყვანილი სამი დასავლელი ჰუმანიტარული მუშაკი გაათავისუფლეს.

კოალიციურმა ძალებმა დღეს ერაყში მძევლად აყვანილი სამი დასავლელი ჰუმანიტარული მუშაკი გაათავისუფლეს.
მათ ტყვეობაში დაახლოებით ოთხი თვე დაჰყვეს. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეკ სტრო, მათ გათავისუფლებას ლონდონიდან მიესალმა: [სტროს ხმა]: ”ასეთი შედეგის მიღწევა კოალიციური ძალების, და ერაყის ძალების პროფესიონალიზმზე მეტყველებს. ეს გუნდური მუშაობის შედეგია, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო პირები იყვნენ ჩართული”. ორი კანადის მოქალაქე, და ერთი ბრიტანელი, ბაღდადში ნოემბერში გაიტაცეს. ჯეკ სტროს თქმით, ორივე კანადელი საავადმყოფოში მკურნალობას საჭიროებს.
პარალელურად, ერაყის დედაქალაქში ორ მანქანაში ჩამონტაჟებული ბომბების აფეთქებას დღეს სულ მცირე 31 ადამიანის სიკვდილი მოჰყვა.
XS
SM
MD
LG