Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის უზენაესი სასამართლო აცხადებს, რომ


ავღანეთის უზენაესი სასამართლო აცხადებს, რომ ცდილობს

ავღანეთის უზენაესი სასამართლო აცხადებს, რომ ცდილობს
საუკეთესო გამოსავალი იპოვოს იმ მამაკაცის საქმესთან მიმართებით, რომელმაც ქრისტიანობა მიიღო და ამის გამო ახლა სიკვდილით დასჯა ემუქრება. აბდულ რაჰმანის საქმეს საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა. შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის თქმით, შემაძრწუნებელია, რომ ადამიანს რელიგიური მრწამსის გამო სიკვდილი შეიძლება დაემუქროს. მოსამართლე, რომელიც ამ საქმეს განიხილავს, აცხადებს რომ ესმის პრობლემის სირთულე, მაგრამ სასამართლო ცდილობს საკითხი რაც შეიძლება სწრაფად გადაჭრას, რათა სკანდალი დასრულდეს.
დასავლეთის ქვეყნების მთავრობები, და უფლებადამცველი ჯგუფები, აცხადებენ, რომ ეს საქმე ერთგვარი გამოცდაა, რომელმაც უნდა აჩვენოს, რამდენად აპირებს ავღანეთი ინვიდივიდის თავისუფლების ფასეულობის დანერგვას და დაცვას.
XS
SM
MD
LG