Accessibility links

logo-print

შეერთებული შტატების ოფიციალურმა წარმომადგენელმა დაგმო


შეერთებული შტატების ოფიციალურმა წარმომადგენელმა დაგმო

შეერთებული შტატების ოფიციალურმა წარმომადგენელმა დაგმო
სამხრეთი ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის სიტყვები იმის შესახებ, რომ რეგიონმა შეიძლება რუსეთის ნაწილად აღიარება მოითხოვოს. ეუთოში შეერთებული შტატების წარმომადგენელმა, ჯული ფინლიმ, კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ შეერთებული შტატები საქართველოს დამოუკიდებლობას და ტეროტორიულ მთლიანობას ერთმნიშვნელოვნად უჭერს მხარს. ფინლის თქმით, რუსეთს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრისთვის მეტის გაკეთება შეუძლია. სამხრეთი ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ედუარდ კოკოითიმ, ოთხშაბათს განაცხადა, რომ რეგიონი რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოში განცხადების შეტანას გეგმავს, რადგან ” არსებობს დოკუმენტი რუსეთის ფედერაციაში - უფრო სწორედ რუსეთის იმპერიაში - ერთიანი ოსეთის შესვლის შესახებ”.
XS
SM
MD
LG