Accessibility links

logo-print

პარიზში დღეს ახალგაზრდების შესახებ შრომის


პარიზში დღეს ახალგაზრდების შესახებ შრომის ახალი კოდექსის წინააღმდეგ

პარიზში დღეს ახალგაზრდების შესახებ შრომის ახალი კოდექსის წინააღმდეგ
სტუდენტების მიერ ორგანიზებული მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის დროს რამდენიმე მანქანას და მაღაზიას ცეცხლი წაუკიდეს. პოლიციის ინფორმაციით, დღევანდელ აქციაში 23 ათასი ახალგაზრდა მონაწილეობდა.
ათობით ნიღბიანმა ახალგაზრდამ ცეცხლის ჩასაქრობად მისულ მეხანძრეებს ქვები და მეტალის ნივთები დაუშინა. ნიღბიანი ახალგაზრდების ჯგუფებმა მანქანების გაქირავების დაწესებულებების ვიტრინები ჩაამსხვრიეს.
პრემიერ მინისტრმა, დომინიკ დე ვილპენმა, განაცხადა, რომ შრომის კოდექსის ირგვლივ პარასკევს ძირითადი პროფესიული კავშირების წარმომადგენლებთან გამართავს შეხვედრას. საპროტესტო აქციების გამო ათობით უნივერსიტეტის მუშაობა შეფერხებულია. რამდენიმე უნივერსიტეტი საერთოდ დაიხურა. გასულ შაბათს პარიზში და სხვა ქალაქებში გამართულ აქციებში მონაწილეობა ნახევარ მილიონზე მეტმა სტუდენტმა მიიღო. რამდენიმე აქციაზე შეტაკებებიც მოხდა.
XS
SM
MD
LG