Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსიის პოლიტიკური ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი


ბელორუსიის პოლიტიკური ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ვინსუკ ვიაჩორკა,

ბელორუსიის პოლიტიკური ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ვინსუკ ვიაჩორკა,
თხუთმეტდღიანი პატიმრობის შემდეგ დღეს გაათავისუფლეს. ვიაჩორკა პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკას წინააღმდეგ არასანქცირებული აქციის ორგანიზების ბრალდების საფუძველზე იყო დაკავებული. ვიაჩორკას ინფორმაციით, ლუკაშენკას წინააღმდეგ გამართულ აქციებში მონაწილეობის გამო პატიმრობაში 180დან 200მდე ადამიანი იმყოფება. დღეს გამოქვეყნებული ოფიციალური შედეგების თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნებში ლუკაშენკამ ხმების 83 პროცენტი მოიპოვა; მისმა მთავარმა კონკურენტმა, ალექსანდრ მილინკევიჩმა კი 6.1 პროცენტი. ოპოზიცია აცხადებს, რომ კენჭისყრა გაყალბებულ იქნა, და ხელახალ არჩევნებს მოითხოვს. არჩევნების შემდეგ მინსკის ცენტრში გამართულ აქციებზე საღამოობით ათასობით ადამიანი იკრიბება. მოედანზე 24 საათის განმავლობაში რამდენიმე ასეული ადამიანი სანთლებით ხელში მორიგეობს. დღეს, მორიგეობის მეხუთე ღამეს, მოედანზე დაახლოებით 200 ადამიანია.
XS
SM
MD
LG