Accessibility links

logo-print

ადამიანის უფლებების დამცველებმა და ტაჯიკეთის


ადამიანის უფლებების დამცველებმა და ტაჯიკეთის პოლიტიკოსებმა

ადამიანის უფლებების დამცველებმა და ტაჯიკეთის პოლიტიკოსებმა
დაგმეს რუსეთის სასამართლოს გადაწყვეტილება 9 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული ახალგაზრდის გამართლების თაობაზე. 2004 წლის თებერვალში ხურსედა სულტონოვას ცემის, და მისთვის დანებით სასიკვდილო ჭრილობების მიყენების ბრალდებით 8 ახალგაზრდა იყო დაკავებული. მათგან 7 სანკტ-პეტერბურგის სასამართლომ გუშინ ”ხულიგნობაში” სცნო დამნაშავედ. მთავარ ბრალდებულს კი სასამართლომ მკვლელობის ბრალდება მოუხსნა. სანკტ-პეტერბურგში მცხოვრებმა ტაჯიკმა უმცირესობამ შეშფოთება გამოთქვა რუსეთის დიდ ქალაქებში ქსენოფობიის და სიძულვილის საფუძველზე ჩადენილი დანაშაულების გახშირების გამო.
XS
SM
MD
LG