Accessibility links

logo-print

ავღანელმა სასულიერო პირმა აბდულ რაულფმა


ავღანელმა სასულიერო პირმა აბდულ რაულფმა “განდგომილი" უწოდა მამაკაცს, რომელმაც ქრისტიანობა მიიღო

ავღანელმა სასულიერო პირმა აბდულ რაულფმა “განდგომილი" უწოდა მამაკაცს, რომელმაც ქრისტიანობა მიიღო
და აღნიშნა, რომ ის სიკვდილს იმსახურებს. ავღანეთში გაქრისტიანებული აბდულ რაჰმანის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ის 15 წლის წინ გაქრისტიანდა, გერმანიაში ცხოვრებისას. რაც შეეხება გაქრისტიანების გამო მის პროცესს ავღანეთში - ის მთელს მსოფლიოში ცხარე დისკუსიას იწვევს. დღეს მუსლიმანმა სასულიერო პირმა, რაულფმა "უდიდესი ცოდვა" უწოდა მუსლიმანობაზე უარის თქმას, რის გამოც - მისივე შეფასებით, ქრისტიანი ავღანელი სიკვდილის ღირსია. ეს მოსაზრება სხვა ავღანელმა სასულიერო პირებმაც გამოთქვეს. მეორე მხრივ, მრავალი სახელმწიფოს ლიდერებმა დაგმეს გაქრისტიანების გამო რაჰმანის დევნის ფაქტი. ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ჯონ ჰოუვარდმა დღეს განაცხადა, რომ მიუღებელია ადამიანის დასჯა მისი რელიგიური მრწამსის გამო და რომ ამ საკითხზე ის მოელაპარაკება ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის.
XS
SM
MD
LG