Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეუთოს


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეუთოს დააკისრა ბელორუსიაში საპრეზიდენტო არჩევნების გარშემო დაძაბულობის ხელშეწყობის პასუხისმგებლობა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეუთოს დააკისრა ბელორუსიაში საპრეზიდენტო არჩევნების გარშემო დაძაბულობის ხელშეწყობის პასუხისმგებლობა.
სერგეი ლავროვის თქმით, ეუთომ ვითარების გამწვავების ხელი შეუწყო, როცა ჯერ კიდევ 19 მარტის არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე გამოაცხადა, რომ არჩევნები ლეგიტიმური არ იქნებოდა. შემდეგ კი ის არაობიექტური კომენტარებით ეხმიანებოდა არჩევნების პროცესსა და არჩევნების შემდგომ მოვლენებს, - ირწმუნება ლავროვი. მოსკოვი მხარს უჭერს პრეზიდენტ ლუკაშენკას, მაშინ როცა ეუთოს გამოთქმული აქვს შეფასება, რომ საპრეზიდენტო არჩევნები (ისინი, როგორც ცნობილია, ლუკაშენკას გამარჯვებით დასრულდა) არ შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტებს.
XS
SM
MD
LG