Accessibility links

logo-print

ერთი წელი შესრულდა ყირგიზეთში ასკარ


ერთი წელი შესრულდა ყირგიზეთში ასკარ აყაევის რეჟიმის დამხობიდან.

ერთი წელი შესრულდა ყირგიზეთში ასკარ აყაევის რეჟიმის დამხობიდან.
ამ იუბილესთან დაკავშირებით დედაქალაქ ბიშკეკში შეკრებილებს მიმართა პრეზიდენტმა ყურმანბეკ ბაკიევმა: [ბაკიევის ხმა] “ძვირფასო თანამემამულენო! სახალხო რევოლუციის ძვირფასო მონაწილენო! მთელი გულით გილოცავთ 24 მარტის სახალხო რევოლუციის პირველ წლისთავს!” ერთი წლის წინ ბიშკეკში ფართომასშტაბიანი საპროტესტო გამოსვლების მონაწილეები პრეზიდენტის სასახლეში შეიჭრნენ, აყაევი კი ჯერ ყაზახეთში გაიქცა, შემდეგ კი რუსეთს მიაშურა, სადაც დღემდე რჩება კიდეც. პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეუდგა ბაკიევი, რომელმაც მერე - შარშან ივლისში - ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა. დღეს ბაკიევმა ბიშკეკში შეკრებილებს უთხრა, რომ ყირგიზეთი უკვე სხვა ქვეყანა გახდა და არ შეტრიალდება "ტოტალიტარიზმისა და სახელმწიფო კორუფციისაკენ". მისგან ყირგიზები, უწინარეს ყოვლისა, ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას მოელიან.
XS
SM
MD
LG