Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი დომინიკ დე ვილპენი


საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი დომინიკ დე ვილპენი შეხვდა პროფკავშირის ოფიციალურ წარმომადგენლებს

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი დომინიკ დე ვილპენი შეხვდა პროფკავშირის ოფიციალურ წარმომადგენლებს
მძლავრი საპროტესტო ტალღის გამომწვევ ახალ “შრომის კანონზე” მოსალაპარაკებლად. მოლაპარაკება, როგორც იუწყებიან, ჩიხში მოექცა მას შემდეგ, რაც დე ვილპენმა არ მოისურვა უარი თქვას ამ ახალ კანონზე, რომელიც ახალგაზრდების სამუშაო ადგილებს ეხება. კანონი, რომელიც მომავალ თვეში შევა ძალაში, კომპანიებს უადვილებს ახალგაზრდა მუშაკების დათხოვნას. მთავრობის განმარტებით, მიზანია ახალგაზრდებს შორის მაღალი უმუშევრობის შემცირება. სტუდენტები და პროფკავშირი კი ახალ კანონში სამუშაო ადგილის დაცვის შესუსტება ხედავენ. კორესპონდენტები იუწყებიან, რომ დე ვილპენზე ძლიერდება ზეწოლა კანონზე უარის თქმის მოთხოვნით. 28 მარტისთვის პროფკავშირმა მორიგი მასშტაბური დემონსტრაცია დანიშნა. გუშინ კი საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში 200 000-მდე ახალგაზრდა განაგრძობდა დემონსტრაციებზე პროტესტის გამოთქმას.
XS
SM
MD
LG