Accessibility links

logo-print

ბელორუსიის პოლიციამ დღეს მინსკში გამართული


ბელორუსიის პოლიციამ დღეს მინსკში გამართული საპროტესტო აქცია დაარბია.

ბელორუსიის პოლიციამ დღეს მინსკში გამართული საპროტესტო აქცია დაარბია.
აქციის მონაწილეები პოლიციის სადგურისკენ მიემართებოდნენ, რათა ბოლო დღეებში დაკავებული ყველა პირის გათავისუფლება მოეთხოვათ. აქციის ორგანიზატორი, და ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ალექსანდრ კაზულინი, პოლიციამ დააკავა. პოლიტიკური ოპოზიციის კიდევ ერთმა ლიდერმა, ალექსანდრ მილინკევიჩმა, რადიო ”თავისუფლებას” აქციის შესახებ შემდეგი უთხრა: [მილინკევიჩის ხმა]: ”დღეს ბევრი რამ მოხდა. არაჩვეულებრივი აქცია იყო - კარგი განწყობა გვქონდა, და მზიანი ამინდი იდგა. იმის მიუხედავად, რომ პოლიციამ ერთ ადგილას თავშეყრის უფლება არ მოგვცა, აქციაზე უამრავი ადამიანი მოვიდა. ეს ნამდვილად გამორჩეული აქცია იყო - რამაც მთელს ჩვენს კამპანიას დადებითი აქცენტი შემატა. ამიტომ, ის, რაც შემდეგ მოხდა - ძალიან საწყენია. საწყენია, რომ ამდენი ადამიანი ცემეს. ჩემი აზრით, პოლიციის სადგურისკენ მსვლელობა მთავრობისთვის ხელსაყრელი პროვოკაცია იყო”. შეტაკებამდე, ათასობით ოპოზიცის მომხრემ მშვიდობიანად დაასრულა ერთ-ერთ მოედანზე მოწყობილი აქცია. აქცია 19 მარტის არჩევნების შედეგების გაუქმების მოთხოვნით გაიმართა. სწორედ ამ აქციის შემდეგ მოუწოდა ალექსანდრ კაზულინმა მონაწილეებს პოლიციის სადგურისკენ მსვლელობა მოეწყოთ.
XS
SM
MD
LG