Accessibility links

logo-print

რომიდან მოსული ცნობების თანახმად, რომის


რომიდან მოსული ცნობების თანახმად, რომის პაპმა, ბენედიქტე მეთექვსმეტემ,

რომიდან მოსული ცნობების თანახმად, რომის პაპმა, ბენედიქტე მეთექვსმეტემ,
ავღანეთის პრეზიდენტს, ჰამიდ კარზაის, იმ ავღანელი მამაკაცის შეწყალება სთხოვა, რომელსაც ქრისტიანობის მიღების გამო სიკვდილით დასჯა ემუქრება. იტალიის ახალი ამბების სააგენტო ”ანსა” ავრცელებს ცნობას, რომ პაპმა კარზაის წერილი თავისი სახელმწიფო მდივნის, კარდინალ ანჯელო სოდანოს ხელით გაუგზავნა. წერილში ხაზგასმულია, რომ ავღანეთის კონსტიტუცია ადამიანის უფლებების დაცვის გარანტიას იძლევა. 41 წლის ავღანელს, აბდულ რაჰმანს, ისლამის უარყოფის გამო შარიათის კანონებით სიკვდილით დასჯა ემუქრება. ამ საქმეს ფართომასშტაბიანი საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა. ჰამიდ კარზაიზე დასავლეთის ქვეყნების მთავრობები ინტენსიურ ზეწოლას ახორციელებენ და რაჰმანის შეწყალებას მოითხოვენ.
XS
SM
MD
LG